logo
ENG



ბრიტანეთის თავდაცვა: პუტინი, შესაძლოა, უკრაინაში "სიმსივნის მსგავს ზრდას" შეეცადოს

28 აპრ 202212:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/28/na5wcyjtplqtjjf.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლასის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, შეეცადოს გააძლიეროს ის, რაც უკრაინაში აქვს და სიმსივნის მსგავსად გაიზარდოს ქვეყნის შიგნით.

“პუტინმა, რომელმაც თითქმის ვერც ერთი მიზნის მიღწევა ვერ შეძლო, შეიძლება შეეცადოს გააძლიეროს ის, რაც აქვს, როგორც ეს 2014 წელს გააკეთა. და უკრაინაში [რუსეთის] სიმსივნის მსგავსი ზრდა, ხალხს მათი ამ გამაგრებული პოზიციებიდან მათ გაყვანას გაურთულებს.

თქვენ ხედავთ მის [პუტინის] ამჟამინდელ განცხადებებში, ის სასოწარკვეთილია და ცდილობს ეს მუქარით ან პოტენციური თავდასხმებით გადაფაროს,” - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.

რუსული სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინის დავალებით, რუსებს კიევის აღება ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათი შეჩერება შეძლეს.


close დახურვა